არჩილ თალაკვაძე ქუცნაშვილის განცხადებაზე - ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი აჩვენა საზოგადოებას

რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე, რომ მომხდართან დაკავშირებით ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი აჩვენა საზოგადოებას, -ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს ეხება.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს უმთავრესი კურსი განვითარება და დასავლეთთან პარტნიორობაა.

„იმ ფაქტზეც კი, სადაც რეალურად, პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდა პარლამენტის სპიკერს, მან მიიღო პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა. რეალურად, რაც მოხდა იქ, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, წინასწარ იყო კომუნიცირება და შეთანხმება ასამბლეის სამდივნოსთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და ამის მტიკიცებულებები არსებობს, რომ სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას. ხოლო, ის ფაქტი, რაც მოხდა პარლამენტში ეს იყო ერთგვარი პროვოკაციული ნაბიჯი, რასაც სიტუაციის გართულება მოჰყვა. თუმცა, ამაზე 24 საათის განმავლობაში ხელისუფლებამ და მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილებები. მომავალშიც, ეს უნდა იყოს მაგალითი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისათვის, რომ პოლიტიკაში უმთავრესი არის პასუხისმგებლობა შენი მოქალაქეების წინაშე. თუმცა, აქვე უნდა გითხრათ, ჩვენს მომავალს და აწმყოს განვსაზღვრავთ ჩვენ. რუსეთი და რუსეთის პოლიტიკოსები, ვერ ოპოზიციიდან და ვერც უმრავლესობიდან, რა თქმა უნდა, ვერ შექმნიან და ვერ განსაზღვრავენ საქართველოს მომავალს. რა ინციდენტიც არ უნდა მოხდეს საქართველო ყოველთვის შეძლებს და ჩვენ, ყოველთვის მოვახერხებთ, რომ ამას გავუმკლავდეთ და შევინარჩუნოთ განვითარების ჩვენი უმთავრესი კურსი, ჩვენი დემოკრატია და დასავლეთან ჩვენი პარტნიორება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ მანდატი თავისივე ინიციატივით დატოვა, რისთვისაც გუნდმა მადლობაც გადაუხადა.

მისივე განმარტებით, სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა არა როგორც რუსი დეპუტატი, არამედ როგორც ასამბლეის პრეზიდენტი.

"როცა ვამბობთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იჯდა, არ გეწყინოთ, ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში კი არ იჯდა, ასამბლეის პრეზიდენტის სკამში იჯდა. ის აქ არ იყო როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ჩამობრძანებული, ან როგორც რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი. იქ იჯდა როგორც ასამბლეის პრეზიდენტი", - განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა