ბიძინა ივანიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივი ესწრებოდნენ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე.

ამით პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შეხვდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის საოლქო ორგანიზაციებს. „მომდევნო კვირიდან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციებთან გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა