ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, გორში გარბენი მოეწყო

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გორში გარბენი მოეწყო, რომლის გამარჯვებულიც გიორგი ხარხელი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამარჯვებულ გიორგი ხარხელს მედალი, სერტიფიკატი, 300 ლარი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. გიორგიმ ხუთ კილომეტრიანი გზის მონაკვეთი შეჯიბრების 200 - ზე მეტ მონაწილეს შორის პირველმა დაფარა.

„მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილებს 200 და 100 ლარი საპრიზო ადგილების გათვალისწინებით მედლებთან, სერტიფიკატებთან და ფასიანი საჩუქრებთან ერთად გადაეცათ.

ქალებს შორის 9 წლის ბარბარე ბერიაშვილმა პირველმა მიაღწია ფინიშს. საპრიზო ადგილებზე გასული გოგონები თასებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პრიზები მიიღეს ასევე სხვადასხვა ნომინიციაში გამარჯვებულმა მონაწილეებმაც.

გამარჯვებულებისთვის საჩუქრები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების, იოსებ მაკრახიძისა და თემურ ხუბულურის ბიუროებმა, რესტო-ბარმა „ბლექ-სტარმა“, გორის სამედიცინო ცენტრმა, სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრმა „Beauty Art“-მა და სილამაზის სალონებმა „ვიპ სალონმა“ და „გოლდმა“ უზრუნველყვეს.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

კვირეული, რომლის მიზანიც სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციაა, გორში 23 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება”,- აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას