ბიძინა ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს, დღეს პარტიის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივის წევრები.

პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე და პარლამენტის წევრები.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას