პარლამენტი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის იმ სანქციების გაუქმებას გეგმავს, რომელთა დარიცხვაც გრძელდება, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია

პარლამენტი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის იმ სანქციების გაუქმებას გეგმავს, რომელთა დარიცხვაც გრძელდება, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.

ამ მიმართულებით ცვლილებები “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის და ის მხოლოდ თბილისზე გავრცელდება. კანონპროექტი უმრავლესობის წევრებმა სულხან მახათაძემ და გრიგოლ მიქელაძემ წარადგინეს.

დეპუტატების განმარტებით, საჯარიმო სანქციისგან გათავისუფლება დადებით ზეგავლენას იქონიებს იმ კეთილსინდისიერ პირებზე, რომლებმაც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მშენებლობის ვადებს გადააცილეს, თუმცა მოცემული მომენტისათვის აღნიშნული ხარვეზები სრულად აქვთ აღმოფხვრილი.

“კანონპროექტის მიღების შემდგომ ერთდროულად რამდენიმე დადებითი ეფექტის მიღება გახდება შესაძლებელი: - გაიზრდება ინვესტორთა ნდობა საქართველოს მიმართ; სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა ათასობით კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობა ქალაქის ცენტრში (ერთ-ერთი პროექტის გადაცემა შეჩერებულია იმ მიზეზით, რომ თბილისის მერია აღნიშნული მუხლის გამო შენობის ექსპლუატაციაში მიღებას ვერ ახერხებს); მერიის სამშენებლო ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო დაასრულებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესებს იმ მიმდინარე საქმეებზე, რომელთა დასრულებაც არსებული საკანონმდებლო რეგულაციით შეუძლებელია“, - აღნიშნულია კანონის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტს დღევანდელს სხდომაზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას