ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - კახეთის მოსახლეობასთან განვიხილეთ პროექტები, რომლებიც იდეების ინკლუზიური გენერირებით უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას

ადგილობრივ საჭიროებებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მოსახლეობასთან ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს და ყველა პროექტი, რომელიც ერთობლივად განვიხილეთ, ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ინკლუზიურად იდეების გენერირება და შეიქმნას ისეთი პროექტები, რომლებიც დასაქმების ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილესთან ერთად თელავის სოფლებში - კისისხევში, ნასამხრალსა და წინანდალში იმყოფებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტარები - ირაკლი სესიაშვილი, ლევან კობიაშვილი, გელა სამხარაული და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

უწყების ინფორმაციით შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან იმ გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა, რომელთა გათვალისწინებითაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები განისაზღვრება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების გამართვა, ვინაიდან უშუალო კონტაქტი მყარდება მოსახლეობასთან და ადგილზე ვეცნობით პრობლემებს, რომლებიც შემდეგში არის მოსაგვარებელი. 2020 წლის ბიუჯეტი უკვე არის დაგეგმარების პროცესში და გვსურს, გავაკეთოთ აქცენტები და პრიორიტეტები გამოვყოთ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციით. ამ კომუნიკაციის ხიდი სულ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შეხვედრებზე ხაზი გაესვა მცირე სასტუმროებისა და ღვინის ტურიზმის განვითარებასაც.

„ბუნებრივია, როდესაც ორიენტირებულები ვართ, რომ ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი, მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი სერვისი. ამ მხრივ, ძალიან კარგი ინიციატივა გააჟღერა ადგილობრივმა ხელისუფლებამ - ეს არის კოოპერირების მოდელი, სადაც არის სახელმწიფოს კონტრიბუციაც და ეს ყველაფერი გავაცანით მოსახლეობას“, - განაცხადა საღირაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა