ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის რიგით მესამე საკალათბურთო მოედანი ქალაქ სენაკში გაიხსნება

დღეს ქალაქ სენაკში, ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ოფიციალურმა პირებმა, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია “გალფის” ხელმძღვანელობამ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს და მემორანდუმს ხელი მოაწერეს. შეგახსენებთ რომ ქალაქი სენაკი ზაზა ფაჩულიას მშობლიური მხარეა სადაც იგი გაიზარდა. საკალათბურთო კორტი სენაკის #1 საჯარო სკოლის ბაზაზე აშენდება.

საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და ქალქს სენაკის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი, აბაშის და მარტვილის მაჟორიტარი ოთარ დამელია, სენაკის მაჟორიტარი ირაკლი ბერაია, პეტროკას ენერჯი ჯგუფის პრეზიდენტი ვანო ნაკაიძე და კომპანია გალფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია რომ ეს ზაზა ფაჩულიას სახელობის მესამე სტადიონია რომელიც კომპანია გალფმა გახსნა. პირველი სტადიონი თბილისში ხოლო მეორე ქალაქ გორში გაიხსნა.

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი ქალაქ სენაკში 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას