დიმიტრი ცქიტიშვილი -  ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს..

მატივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს - ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს, ასევე თვითმმართველობის ორგანოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, კანონის ძირითადი მიმართულებები და ახალი რეგულაციები პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააცნო.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებ ასევე ისაუბრეს რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტმა თებერვალში ახალი კანონი მიიღო. კანონმდებლობა ახალ რეგულაციებს აწესებს, რომლის მიზანია წლების განმავლობაში მოშლილი შრომითი ურთიერთობების ახალ სტანდარტებზე აყვანა. აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობების და შრომითი უსაფრთხოების ჩამოყალიბება კანონის მიღებით არ მთავრდება და ახლა აუცილებელია კანონის იმპლემენტაციის პროცესის სწორად წარმართვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონმა უზრუნველყოს როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, კანონის აღსრულების პროცესში პერიოდულ შეხვედრებს ვმართავთ, რათა დასაქმებულებს, დამსაქმებულებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის მჭიდრო კომუნიკაცია არსებობდეს და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა კანონის ახალ მიდგომებზე და რეგულაციებზე მოსაზრებები გამოთქვეს და დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა