პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები აშშ-ში გაემგზავრნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ბერაია და ირაკლი აბესაძე, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, დენვერსა და კოლორადო სპრინგსს ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება ისეთ უწყებებში, როგორებიცაა აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტები, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები, ერთობლივი კონტრტერორისტული ცენტრი, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო და კოსმოსური თავდაცვის სარდლობა (NORAD).

შეხვედრები ასევე დაგეგმილია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველ მოსამართლეებთან, აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის, ატლანტიკური საბჭოს, კორპორაცია რანდისა და მედიის წარმომადგენლებთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანს აშშ-ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფორმულირების პროცესის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებზე კონგრესისა და სასამართლო ზედამხედველობის მექანიზმების, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უწყებათშორისი კოორდინაციის, აგრეთვე ფედერალურ, შტატის და მუნიციპალურ დონეებზე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაცნობა წარმოადგენს.

ვიზიტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით და მხარდაჭერით ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას