ირაკლი ბერაია - საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციულ ქმედებებს არ უნდა აყვეს

პარლამენტის წევრი, ირაკლი (დაჩი) ბერაიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, ეკონომიკის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ლარის კურსის სტაბილურობას ქვეყნის სტაბილური ვითარება და პოზიტიური მოლოდინი სჭირდება. მისივე თქმით, ნებისმიერი სახის დესტრუქცია მოქმედებს როგორც ინვესტიციებზე, ასევე ლარის კურსის გაუფასურებაზე.

„დღეს ქვეყანაში ვხედავთ სიტუაციას, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საშუალებით ცდილობს მიზნის მიღწევას, რასაც ხელისუფლების და ძალაუფლების ხელში ჩაგდება წარმოადგენს და ამისთვის ისინი ანტისახელმწიფოებრივ და ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს ახორციელებენ. ამ დღეებში, რუსეთის მხრიდან სანქციების არ დაწესება, საქართველოსთვის შვებით ამოსუნთქვის საფუძველი გახდა და ეს ყველასთვის მისაღები იყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რადგან მათი ინტერესია, რომ ქვეყანა რთულ ეკონომიკურ ვითარებაში იყო.

ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი განშტოებებით და ტელევიზიით, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები შემოდიოდეს, ურჩევნიათ ჭურვები ცვიოდეს ქვეყანაში, რუსი ტურისტების შემოსვლას, რუსი ჯარისკაცების შემოსვლა ურჩევნიათ. როდესაც ქვეყანაში კონკრეტული ძალა ცდილობს პოზიტიური ძვრების ნაცვლად დესტაბილიზაციის კერები შექმნას და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს ეკონომიკაზე და ინვესტიციებზე მოქმედებს.

მოუწოდებ საზოგადოებას, არ აყვეს იმ პროვოკაციებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს, რადგან მათ, როგორც პოლიტიკურ ძალას, პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო“,-აცხადებს ირაკლი ბერაია.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას