ხათუნა გოგორიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ის ამას ზეწოლის გარეშე გააკეთებდა

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ის ამას ზეწოლის გარეშე გააკეთებდა, - ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიცირების დოკუმენტზე ხელი უმრავლესობის 14-მა დეპუტატმა არ მოაწერა.

„საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია ახლა პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ, არის იმ კონკრეტული ადამიანების მიღწევა, ვინც რუსთაველის გამზირზე დგანან რამდენიმე დღეა და ეს მათი ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა იყო. ეს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, მაშინ ის ამას გააკეთებდა ამ ზეწოლის გარეშე. საუბარი იმაზეა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმისთვის, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, საკმაოდ მაღალი კვორუმი სჭირდება. 14 პარლამენტარი შედის უმრავლესობაში და ხელს არ აწერს, შესაბამისად დავინტერესდი, რამდენად მზად იქნებიან ისინი, განხილვის დროს მხარი დაუჭირონ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის პარლამენტარები, რომლებიც მაჟორიტარული წესით არიან არჩეულები და რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს აღნიშნულ ინიციატივას. სწორედ ეს იყო ჩემი შეკითხვის საგანი, თუ რატომ არ აწერს ხელს ყველა მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან". ესენი არიან: გიორგი ბრეგაძე, ბიძინა გეგიძე, ანზორ ბოლქვაძე, ნინო გოგუაძე, პაატა მხეიძე, კახა ოქრიაშვილი, ზაზა პაპუაშვილი და ლადო კახაძე. ჩემი ინფორმაციით, მათი ნაწილი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მხარს არ დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. სწორედ ამიტომ, დროა, „ქართული ოცნება" გაერკვეს, ამ თავისი 14 წევრიდან რამდენი დამატებითი ხმა შეიძლება, ჰქონდეს. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „ევროპულ საქართველო" აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს", - აღნიშნა გოგორიშვილმა.

პარლამენტში საპროცედურო და წესების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ინიცირებულ კანონპროექტზე 93 დეპუტატის ხელმოწერის ნამდვილობას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა