ქართველი პარლამენტარები პოლონეთსა და გერმანიაში  ფილანტროპულ  და საქველმოქმედო საქმიანობას გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები გუგული მაღრაძე, გურამ მაჭარაშვილი და გიორგი მეშველიანი მონაწილეობდნენ 17-22 ივნისს, პოლონეთსა და გერმანიაში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზირებულ სემინარში, რომელიც დივერსიფიცირებული დაფინანსების მეშვეობით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდას და ამ ქვეყნებში ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის გაცნობას ეძღვნებოდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარში პარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, რამდენადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის ეფექტურობა ყველა ამ უწყების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, სემინარის მონაწილეები პოლონეთსა და გერმანიაში ფილანტროპიის და ქველმოქმედების შესახებ მოქმედ კანონმდებლობას გაეცნენ.

„სოციალური ინვესტიციების სხვადასხვა ფონდების არსებობა და სახელმწიფო, კომერციული და სამოქალაქო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობა კარგ ნიადაგს ქმნის ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებების განვითარებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების კვალდაკვალ, საკუთარი ფინასური რესურსების გამონახვა, რათა სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს სოციალური ინვესტირების უფრო ეფექტურად განხორციელება და საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, არ შეექმნათ ფინანსური პრობლემები“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სოციალური პროექტების განხორციელებაში პოლონეთის ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილების გაცნობა იყო.

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ასევე საინტერესო იყო პოლონეთის ბიზნესფორუმის მუშაობის გაცნობა, რომელიც ინტენსიურად ანვითარებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ცნებას. ამ ორგანიზაციას პოლონეთში ოპერირების ხანგძლივი ისტორია აქვს, იგი 2000 წლიდან ეხმარება ბიზნეს ორგანიზაციებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საქმიანობის განხორციელებაში.

გუგული მაღრაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ საქართველოს ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობის კარგი ისტორიული ტრადიცია აქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის ფილანტროპიის და ქველმოქმედების შესახებ კანონი.

„საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობას აპირებს და ამდენად, ჩვენთვის უაღრესად სასარგებლო ოყო ამ სემინარზე მონაწილეობა“, - განაცხადა პარლამენტარმა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი არის ქვეყანა, რომელშიც მაღალ დონეზეა განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც რეგიონის, ისე რაიონულ დონეზე და იგი წყვეტს თითქმის ყველა საკითხს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეხება.

გერმანიაში ვიზიტისას საინტერესო შეხვედრა შედგა გერმანიის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციის - რობერტ ბოშის ფონდის ხელმძღვანელებთან. ფონდი 50 წელზე მეტია სოციალურ პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა სფეროში როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მთელს მსოფლიოში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა