ანონსი  11 ივნისი

11 ივნისს, 10:30 საათზე, საჯარო პოლიტიკის განხილვისა და დიალოგის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: მუნიციპალური სოციალური პოლიტიკის ანალიზი შიდა ქართლის მაგალითზე.

მის: გორი, სასტუმრო „ვიქტორია“ (თამარ მეფის ქუჩა #76)

11 ივნისს, 10:30 საათზე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციას გახსნის.

მის: რესპუბლიკის მოედანი N1; სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

11 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული 11 დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.

11 ივნისს, 11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სეზონური ინფექციები და დაავადებები. მიმართვა მოსახლეობას „ზაფხულის დაავადებების“ თავიდან ასაცილებლად.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 ივნისს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.

მის: წერეთლის N118, ექსპო-ჯორჯიას მე-10 პავილიონი

საკონტაქტო: ნანა კეზევაძე- 591 930 180

11 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის შოთა ზანდუკელის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: რა მდგომარეობაა მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ; არის, თუ არა პანიკის საფუძველი; რა ღონისძიებებს ახორციელებს სააგენტო ქვეწარმავლებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით; რეკომენდაციები - რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

11 ივნისს, 12:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

11 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენადი მარგველაშვილი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან აფხაზური ენის სწავლებასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

11 ივნისს, 13:00 საათზე, სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულების წინ, ზაზა სვანაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: გლდანის ციხეებთან

საკონტაქტო: ზაზა სვანაძე

11 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის წინ წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების აქცია გაიმართება მოთხოვნით: საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.

მის რუსთაველის გამზ.8

საკონტაქტო: ელგუჯა შავაძე 574 233 883

11 ივნისს, 14:45 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ირაკლი ოქრუაშვილის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: 577 27 77 22 ნინო

11 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 ივნისს, 16:00 საათზე, სტუდენტური კონფერენცია გაიმართება. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ლევან სურგულაძეს საპენსიო რეფორმაზე მოხსენებებს წარუდგენენ. საპენსიო სააგენტოს დირექტორი საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გამოავლენს და მათ სერტიფიკატებს გადასცემს.

მის: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში, გუდიაშვილის ქ.5

11 ივნისს, 16:40 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, ლევან ბეჟანიძე და დიმიტრი მხეიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდებიან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

11 ივნისს, 19:00 საათზე, სტუდენტური ორგანიზაცია „თაობა XXI საქართველო“ -ს ორგანიზებით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია: „აფხაზეთი მე ვარ“.

მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

11 ივნისს, 19.00 საათზე, მწერალთა სახლში მაქს ფრიშის წიგნის „მონტოკის“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.

საღამოს გაუძღვებიან მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე და წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმზე ისაუბრებს გოგი გვახარია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა