პარლამენტში  გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში მიმდინარე რეგიონალური კონფერენციის - „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეუთო/დიაუბის წარმომადგენელი თიინა კუკამა-ბაჰი და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე უძღვებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეუთო/დიაუბის წარმომადგენელმა, თიინა კუკამა-ბაჰიმ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებისათვის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მიდის დაახლოებით 35 ქვეყნის პარლამენტთან და პოლიტიკურ პარტიასთან.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის გენდერული საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და 2018 - 2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო. ქართველმა პარლამენტარმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტი კანონების გენდერულ ანალიზს აკეთებს.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის ანაზღაურების სხვაობის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებაზე. გუგული მაღრაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სულ ახლახან, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სექსუალურ შევიწროების შესახებ კანონი, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმს - თემატურ მოკვლევას ძალიან ეფექტურად იყენებენ პარლამენტში და მათ შორის გენდერული თანასწორობის საბჭო - ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესასწავლად.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირინე ფრუიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გენდერული თვითშეფასების მექანიზმების განვითარებაზე, გენდერულ კვოტირებასა და სტამბოლის კონვენციაზე.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტარები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ასევე ევროპარლამენტის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას