ზაურ დარგალი - საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, მრავალეთნიკურობით და მარნეული არის ამ ერთობის სიმბოლო

ეს დღე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, ეს არის ჩვენი თავისუფლების სიმბოლო. საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით და მრავალეთნიკურობით და მარნეული არის ამ ერთობის სიმბოლო. მე, როგორც ახლადარჩეული მერი, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოს წინაშე, რომ შევინარჩუნოთ და უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ერთობა, - განაცხადა მარნეულის ახლადარჩეულმა მერმა ზაურ დარგალმა, რომელიც დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მარნეულში, საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, მოეწყო სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიებები და თემატური გამოფენები.

დამოუკიდეებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტარები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, ანსამბლ „აღსავალისა“ და ახალგაზრდა მომღერალ შაბან მამედოვის მიერ, ერთობლივად შესრულდა საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები მარნეულში გალა-კონცერტითა და ფოერვერკით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი „მგზავრები “ და თეატრალური კვარტეტი მიიღებენ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა