ზაურ დარგალი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს. როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შედგა, ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტარები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სპორტის სფეროს განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები გააცნეს და იმ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისთვის უახლოეს მომავალში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტში დამატებით სპორტის 10 სახეობა განვითარდა და ამ ეტაპისთვის, სპორტის სახეობათა რიცხვი 20-ს შეადგენს. ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მარნეულმა ბოლო წლებში არაერთ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას