გიორგი ტუღუში - გახმაურებულ საქმეებზე, რომლებიც სახალხო დამცველის ანგარიშებში უკვე მეორდება, უწყებებს პასუხი არ აქვთ

გახმაურებულ საქმეებზე, რომლებიც მეორდება უკვე სახალხო დამცველის ანგარიშებში, უწყებებს პასუხი არ აქვთ", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშებს წარადგენენ. ტუღუშის განცხადებით, უწყებების წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხი იმ საკითხებზე, რაც რეალურად აინტერესებს საზოგადოებას.

„გუშინ ვუსმენდით ძალოვან უწყებებს და რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა გახმაურებულ საქმეებს, იგივე მაჩალიკაშვილის, მუხთარლის და სხვა არაერთი საქმე, რომლებიც მეორდება უკვე სახალხო დამცველის ანგარიშებში, უწყებებს ამაზე პასუხი არ ჰქონდათ. საუბრობენ რაღაც რეკომენდაციებზე, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად შეასრულეს და ეხება სხვადასხვა რეგულაციის შემოღებას, გარკვეული პრაქტიკის დახვეწას, კამერების დამონტაჟებას პოლიციის განყოფილებებში, მაგრამ ის საკითხები, რაც რეალურად აინტერესებს საზოგადოებას, რომლებიც არის ე.წ. მძიმე ფაქტები, არც ერთზე დამაჯერებელი პასუხი არ ჰქონდათ. გამოვყოფ პროკურატურას, რომელიც მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ რაღაცას იძიებს“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ორი დღეა რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს წარადგენენ. აღნიშნული დადგენილება პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით გამოსცა. დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენენ შემდეგი უწყების წარმომადგენლები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა