სოფო კილაძე ელენე ხოშტარიას - ძალიან დიდი განსხვავებაა თქვენს და ჩვენს ხელისუფლებებს შორის - კაციშვილი არ უსმენდა არც სახალხო დამცველს და არც სხვა ვინმეს

ძალიან დიდი განსხვავებაა თქვენს და ჩვენს ხელისუფლებებს შორის. კაციშვილი არ უსმენდა არც სახალხო დამცველს და არც სხვა ვინმეს, - ამ სიტყვებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას მიმართა.

ხოშტარიამ სოფო კილაძეს ის საქმეები შეახსენა, რომელზეც გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს, მათ შორის მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩის, აფგან მუხთარლისა და „ბირჟა მაფიის“ საქმეები. ხოშტარიას თქმით, პასუხისმგებლობა სოფო კილაძესაც ეკისრება. თავის მხრივ, კილაძემ ხოშტარიას შეახსენა, რომ როდესაც გიორგი ტუღუში სახალხო დამცველის პოსტს იკავებდა, მის რეკომენდაციებს წინა ხელისუფლება არ უსმენდა.

კილაძის პასუხმა ელენე ხოშტარიას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც კომიტეტის სხდომაზე მცირე კამათი მოჰყვა.

„თქვენც კარგად ხედავთ, რა განსხვავებაა. ბატონი გიორგი ტუღუში დამიდასტურებს ალბათ, პარლამენტში რომ მოდიოდა, მისი სიტყვა იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ანუ კაციშვილი არ უსმენდა არც სახალხო დამცველს, არც სხვას არავის. ჩვენ შევცვალეთ ეს პრაქტიკა, დღეს მოდის სახალხო დამცველი და ჩვენ - პარლამენტარები, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, განვიხილავთ, როგორ შესრულდა რეკომენდაციები, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოადგინა პარლამენტში. ჩვენ იმ რეკომენდაციების 75% გავითვალისწინეთ და ეს რეკორდული მაჩვენებელი იყო. ახლა ვუსმენთ აღმასრულებელ ხელისუფლებას ყოველგვარი კონცერტების გარეშე,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა