რუსთავში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, რუსთავში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სახელწოდებით - ,,ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ გაიმართა.

კონფერენციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აკადემიური წრეების, ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების სტუმრებს, სიტყვით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მიმართა. გუბერნატორმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, ასევე, მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია იგეგმება, ამის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გააცნეს ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების თაობაზე. თემატური პრეზენტაციები წარადგინეს: რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, არქეოლოგმა ნაზი პაჭიკაშვილმა, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სალომე კობაიძემ, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა, „დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის“ მმართველმა გოჩა კილაძემ, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარმა კურატორმა, იმირის გორის ექსპედიციის ხელმძღვანელმა მინდია ჯალაბაძემ.

ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენცია მიზნად ისახავდა ქვემო ქართლის რეგიონში, ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და არსებული პოტენციალის პოპულარიზაციას.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, გასულ წელს ტურისტული ფორუმი ჩატარდა, მოეწყო მედიატური, ადმინისტრაცია მხარდამჭერია ყველა იმ მნიშვნელოვანი ინიციატივების, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით, ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით იგეგმება და ხორციელდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა