აზერ სულეიმანოვი - იმირის #59-ე უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 9 ხმით მოიგო, თუმცა ეს ხმები შეცვალეს და ამჟამად 9 ხმით უკვე სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატ აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მარნეულის რაიონის სოფელ იმირის #59-ე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 9 ხმით მოიგო, თუმცა ეს ხმები შეცვალეს და ამჟამად 9 ხმით უკვე სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სულეიმანოვმა განუცხადა, ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი, როგორ იმოქმედებენ, თუმცა თბილისიდან მათი ლიდერები უკვე მარნეულში მიდიან.

მარნეულის რაიონში, სოფელ იმირში, #59-ე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებსა და საარჩევნო კომისის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა 59-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმის ასლები მოითხოვა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, არ მისცეს. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, უბანი გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, „ქართული ოცნება“ კი შედეგების გაყალბებას ცდილობს.

ამის გამო, როდესაც საუბნო კომისიიდან ოქმებით დატვირთული ავტომანქანა გამოვიდა, "გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები მას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი მანქანას გადაუდგნენ და ხელებს ურტყამდნენ. დაპირისპირების განსამუხტად პოლიცის ჩარევა გახდა საჭირო.

„დამირეკეს კომისიის წევრებმა, ოქმს არ გვაძლევენო. პოლიციამ გაიტაცა ოქმი... დავწექით მიწაზე და გადაგვიარეს, რა ძალი და ღონეც ჰქონდათ, გვცემეს. იარაღებს გვირტყამდა მუცელში ქართული პოლიცია. მარტო მე კი არა ყველას, 100 და 200 კაცი გვცემდა, გზაზე დავწექით და მაინც გვცემეს. ოქმი პოლიციამ წაიღო, რომ გადააკეთოს მოგებული უბანი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას