ბიძინა ივანიშვილი  ფარცხალაძე-ყიფიანის დაპირისპირებაზე - არ ვიცი რა მოხდა, დავიფიცებ, ვისთანაც გინდათ და როგორც გინდათ

მე არ ვიცი, რეალურად რა მოხდა, დავიფიცებ ვისთანაც გინდათ და როგორც გინდათ; არც საქმე გამირჩევია და რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს, როდესაც ყიფიანი იყო ჩემი კუმირი, დათო ყიფიანი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ივანიშვილის მტკიცებით, მან არ იცის რეალურად რა მოხდა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს შორის.

„ერთია ჩანაწერები, რომლის ავთენტურობაც არ დასაბუთდა არც ლონდონში და არც, რა თქმა უნდა, ჩვენმა ბიურომ არ დაასაბუთა; მაგრამ მთავარია ის, რომ რაც ამ ჩანაწერებში იყო, იმასაც როგორ დამახინჯებულად გადმოსცემდნენ „რუსთავი 2“-ელები. ერთს ამბობს გაბუნია, სანამ ჩანაწერების ჩვენება დაიწყება, ჩანაწერებში კი, აბსოლუტურად განსხვავებული ხმები ისმის და განსხვავებული შედეგი იხატება. ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ყიფიანი მივიდა ოფისში ფარცხალაძესთან, შეაგინა და ფარცხალაძემ დაარტყა თუ სცემა. იმასაც ცდილობენ, რომ ის ორი მონაწილე {ფარცხალაძე და ყიფიანი} როგორმე ჩემამდე მოეყვანათ მათი ინტერპრეტაციებით. ესეც არ იკვეთება, რომ ჩემამდე მოვიდა, მაგრამ თურმე ივანიშვილმა გადაწყვიტა და ყიფიანს უთხრა, რატომ შეაგინა. მე არ ვიცი, რეალურად რა მოხდა, დავიფიცებ ვისთანაც გინდათ და როგორც გინდათ. არც საქმე არ გამირჩევია და როგორ უნდა გამერჩია, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ?! - მერე რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს, თუ ასეთ თანაბარ სიტუაციაში წავიდოდა გარჩევა, როდესაც ყიფიანი იყო ჩემი კუმირი, დათო ყიფიანი. მე გავიზარდე და ჩემს ახალგაზრდობაში მთელი ჩემი თაობა თბილისის „დინამოზე“ იყო შეყვარებული და დათო ყიფიანზე. მეც არ ვიყავი გამორჩეული და ფარცხალაძეს მხარს რატომ დავუჭერდი, თუ ამის მსგავსი იყო?! მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ჩემგან ორგანიზებული რეკეტი მიდის, რასაც გადმოსცემდნენ, მე ამ საქმეებს ვარჩევ, ეს არაფერი იქ არ ისმოდა. გაუპატიურება ახსენეს, სარდაფს ამბობდნენ, გაუპატიურებას ცდილობდნენო, არსად არ აისახება ეს. არ აისახება არც იმ ჩანაწერებში, არ აისახება ყიფიანის შემდგომ ჩვენებებში, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა. აი, ასე ამახინჯებდნენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას