მარნეულის ყოფილი მერის  თემურ აბაზოვის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, ასევე რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის დასამართლო სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.

ამ დროისთვის მთავარი მოწმის, ელჩინ ალახვერდიევის დაკითხვა მხოლოდ ადვოკატების და ბრალდების მხარის თანდასწრებით მიმდინარეობს. პროცესის დაწყებისთანავე ბრალდების მხარემ, იმ მოტივით, რომ არსებობდა მთავარ მოწმესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის საფრთხე, სხდომის ნაწილობრივ დახურვის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. თავის მხრივ დაცვის მხარემ განმარტა, რომ პროკურატურას არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მბრალდებელს მხოლოდ მოწმის კომფორტულ გარემოში დაკითხვა სურს.

მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევისა და მისი ოჯახის წევრებზე ზემოქმედებისა და ზეწოლის თავიდან არიდების მიზნით, სხდომის დახურვაზე. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მოწმის სახით დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევს კითხავს.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. ალახვერდიევის, სულეიმანოვისა და გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს. ე. გულიევსა და რ. ალახვერდიევს 157-ე მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული. პროცესს ოთხივე ბრალდებული ესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას