ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური კუთხით საინტერესო არ არის, სამართლებრივ მხარეზე კი შესაბამისი უწყებები მუშაობენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური კუთხით საინტერესო არ არის, სამართლებრივ მხარეზე კი შესაბამისი უწყებები მუშაობენ. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მიმართავს თუ არა ქართული მხარე ახლა უკვე პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით.

„მე რამდენჯერმე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარი და იგივე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური კუთხით ეს არ არის საინტერესო, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამით რეალურად არიან დაკავებული შესაბამისი უწყებები და ამ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა